ახალი ამბები

Female Freedom Film Festival – თბილისში ქალ კინორეჟისორებისადმი მიძღვინი ფესტივალი გაიმართება

18 ნოემბერი, 2022 • 477
Female Freedom Film Festival – თბილისში ქალ კინორეჟისორებისადმი მიძღვინი ფესტივალი გაიმართება

25 ნოემბერს, სამ ქალაქში ერთდროულად – თბილისში, ბერლინსა და ჩერნივცში დაიწყება კინოფესტივალი Female Freedom Film Festival 2022.

ფესტივალი, რომელიც სამ დღეს გასტანს, ქალ კინორეჟისორებს და მათ მიერ გადაღებულ პოლიტიკურად და სოციალურად მნიშვნელოვან ფილმებს ეძღვნება.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა ქალი ავტორების ემანსიპაციას და მათი ნამუშვრების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას.

ფესტივალს მკვეთრი პოზიცია აქვს უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით. წლევანდელი ფესტივალის პროგრამის მთავარი თემაც ომია და ის გამოწვევები, რომლებიც მისი მიმდინარეობისას ჩნდება, განსაკუთრებით კი ქალებისთვის. ფილმების ჩვენებით, რეჟისორებთან შეხვედრებითა და დისკუსიების მეშვეობით კინოფესტივალი წინ წამოწევს იმ ქალების ხმას, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ომი, დევნილობა და ძალადობა“.

თბილისში ჩვენებები სამი დღის განმავლობაში გაიმართება კინოთეატრ „ამირანში“.

პარასკევი 25 ნოემბერი

  • 16:00 დედამიწა ფორთოხალივით ლურჯია, რეჟისორი ირინა ცილიკ, უკრაინა
  • 18:00 გამოკვეთილი ნიშნების გარეშე, რეჟისორი ალინა გორლოვა, უკრაინა
  • 19:30 შინაგანი ბრძოლები, რეჟისორი მაშა კონდაკოვა, უკრაინა (შეხვედრა რეჟისორთან, ონლაინ)

შაბათი 26 ნოემბერი

  • 16:00 განსაწმენდელი, ტატიანა სვირეპა, ბელორუსი მარა, რეჟისორი საშა კულაკ, ბელორუსი
  • 18:00 ეს წვიმა არასოდეს შეწყდება, რეჟისორი ალინა გორლოვა, უკრაინა (შეხვედრა რეჟისორთან, ონლაინ)
  • 20:00 დისკუსია ქალები ომში – ნინო კალანდარიშვილი, ლილია ჩიხლაძე, მოდერაცია – ნინო ლომაძე

კვირა 27 ნოემბერი

  • 16:00 1937, რეჟისორი ნორა მარტიროსიან, სომხეთი
  • 18:00 პლაი, რეჟისორი ევა ჯიშიაშვილი, უკრაინა (შეხვედრა რეჟისორთან, ონლაინ)

კინოფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ჩვენებაზე დასწრება უფასოა, თუმცა, პოსტერზე დანატილი QR კოდის საშუალებით შეგიძლიათ დონაციაში მიიღოთ მონაწილოება და დაეხმაროთ უკრაინის ომში ფრონტის ხაზზე მყოფ ქალებს.

Female Freedom Film Festival ევროპული მედიაინიაციტივის პროექტია და ხორციელდება საქდოკ ფილმთან (თბილისი) Gedankendach (ჩერნიცვი) ერთად, მას ორგანიზებას უწევს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი