ახალი ამბები

ვენეციის კინოფესტივალის 2020 წლის გამარჯვებულები ცნობილია

13 სექტემბერი, 2020 • 1311
ვენეციის კინოფესტივალის 2020 წლის გამარჯვებულები ცნობილია

ვენეციის რიგით  77-ე საერთაშორისო კინოფესტივალი,  პირველი დიდი ფესტივალი, რომელიც   Covid 19-ის  პანდემიის  შეზღუდვების შემდეგ ფიზიკური სახით ჩატარდა, 12 სექტემბერს, 10 დღიანი მარათონის შემდეგ  დასრულდა.

საერთაშორისო ჟიურიმ,  მსახიობ ქეით ბლანშეტის  ხელმძღვანელობით ფესტივალის  გამარჯვებულები გამოავლინა. ვენეციის კინოფესტივალის 2020 წლის გამარჯვებულები  ცნობილია.

ფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს ლომი საუკეთესო ფილმისთვის  ჩინელი რეჟისორის, ქლოი ჟაოს  Nomadland- ს გადაეცა. Nomadland  რეჟისორის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც  ნევადას სამრეწველო სოფელში მიმდინარე ეკონომიკური კოლაფსის პარალელურად მთავარი გმირის, ფერნის ცხოვრებას შეეხება. 

ვერცხლის ლომი გადაეცა იაპონელ რეჟისორს კიოში კუროსავას ფილმისთვის Wife of a Spy. ჟიური გრან-პრი მექსიკელ მიშელ ფრანკოს, ჟიურის საპატიო პრიზი კი ანდრეი კონჩალოვსკის ხვდათ წილად. 

გთავაზობთ მთავარ ნომინაციებში გამარჯვებულთა  სიას

ოქროს ლომი –  ქლოი ჟაოს Nomadland;

ვერცხლის ლომი საუკეთესო რეჟისორისთვის – კიოში კუროსავა  Wife of a Spy;

ჟიურის გრან-პრი – მიშელ ფრანკო New Order;

ჟიურის სპეციალური პრიზი – ანდრეი კონჩალოვსკი Dear Comrades;

საუკეთესო სცენარი — ჩაიტანია ტამანე The Disciple;

საუკეთესო მსახიობი ქალი — ვანესა კირბი Pieces of a Woman;

საუკეთესო მსახიობი კაცი — პიერფრანჩესკო ფავინო Padrenostro.

პანდემიის პირობებში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი სანიტარული პროტოკოლის დაცვით, გეგმის მიხედვით, 2-12 სექტემბერს კუნძურ ლიდოზე  მიმდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი