ახალი ამბები

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს – CNN

17 ნოემბერი, 2022 •
წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს – CNN

CNN-ის პროექციით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა.

მედია წერს, რომ სხვაობა სულ 8 მანდატშია. შესაბამისად, წარმომადგენელთა პალატა შემდეგნაირად დაკომპლექტდება – 218 მანდატი ექნება რესპუბლიკურ პარტიას, ხოლო 210 – დემოკრატებს. 7 მანდატისთვის არჩევნების შედეგი ჯერ ცნობილი არაა.

რესპუბლიკელებმა უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო ზღვარი მას შემდეგ გადალახეს, რაც კალიფორნიის შტატში მაიკ გარსიამ გაიმარჯვა.

რესპუბლიკელების უმრავლესობა ნიშნავს იმასაც, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აღარ იქნება ნენსი პელოსი. პელოსიმ მადლობა გადაუხადა დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებს და თქვა, რომ პარტიის შედეგმა მოლოდინებს გადააჭარბა. პელოსიმ არ ისაუბრა მის მომავალ გეგმებზე. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ დამატებით განცხადებას დღეს გაავრცელებს.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის დაკარგვის მიუხედავად, დემოკრატებმა სენატის კონტროლი შეინარჩუნეს.

ამჟამად, დემოკრატებს 50 ადგილი აქვთ (ორ დამოუკიდებელ სენატორთან ერთად) , რესპუბლიკელებს – 49. კიდევ ერთი სენატორი დეკემბერში, ჯორჯიის შტატში, მეორე ტურში გაირკვევა. სენატში ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ხმის უფლება ეძლევა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რაც დემოკრატებს სენატის კონტროლს უნარჩუნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი