უკრაინა ითხოვს, პოლონეთში აფეთქების ადგილას დაუყოვნებლივ დაუშვან უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო საზღვრის სამსახური.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა Twitter-ზე დაწერა.
Ukraine requests immediate access to the site of the explosion for representatives of @DefenceU and @DPSU_ua.
— Oleksiy Danilov (@OleksiyDanilov) November 16, 2022
„ჩვენ მხარს ვუჭერთ პოლონეთში რაკეტის დაშვების ინციდენტის ერთობლივ გამოკვლევას. ჩვენ მზად ვართ, გადმოგცეთ რუსული კვალის შესახებ მტკიცებულება, რაც გვაქვს. ველოდებით ინფორმაციას ჩვენი პარტნიორებისგან, რის საფუძველზეც გაკეთდა დასკვნა, რომ ეს არის უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა“, — აცხადებს დანილოვი.
15 ნოემბრის ღამით პოლონეთში (რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა), უკრაინის საზღვართან ახლოს მოხდა აფეთქება, რამაც ორი ადამიანი იმსხვერპლა. მომხდარიდან მალევე „ტელეგრამ“ არხებსა და მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს 2 რუსული რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა და აფეთქებაც სწორედ ამას უკავშირდებოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ეს არის რუსეთის დარტყმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე და ახლა საჭიროა მოქმედება.
აფეთქების გამო პოლონეთში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. სხდომის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის მთავრობა ნატო-ს მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს განიხილავს.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ასევე, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადეს, რომ პოლონეთში, დიდი ალბათობით, შემთხვევით ჩამოვარდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსულ სარაკეტო თავდასხმა იგერიებდა.
უკრაინაზე თავდასხმის დროს 2 რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა – მედია
უკრაინაზე თავდასხმის დროს 2 რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა – მედია
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდებმა ინდონეზიაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში რაკეტა რუსეთიდან ისროლეს.
უკრაინაზე თავდასხმის დროს 2 რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა – მედია
უკრაინაზე თავდასხმის დროს 2 რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა – მედია







