საზოგადოება

უკრაინაზე თავდასხმის დროს 2 რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა – მედია

15 ნოემბერი, 2022 • 877
უკრაინაზე თავდასხმის დროს 2 რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა – მედია

CNN-ისა და Associated Press-ის თანახმად, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს ორი რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა. მათივე ცნობით, შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც Associated Press წერს, ინფორმაცია, რომ რაკეტები ნატოს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმაც დაადასტურა.

პარალელურად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა მოიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი ავრცელებს.

თუმცა სხდომის მოწვევის ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებია და განაცხადა, რომ სხდომა „კრიზისული სიტუაციის“ გამო იკრიბება.  ამასთან, მან მედიას მოუწოდა, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

მანამდე პოლონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ პრჟევოდოვში მომხდარი აფეთქების შესახებ. შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და სამხედროები. მათივე ინფორმაციით, რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.


უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 15 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაისროლეს, რაც ყველაზე მასიური სარაკეტო შეტევაა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები ჩამოვარდა პოლონეთთან საზღვართანაც

მასალების გადაბეჭდვის წესი