ახალი ამბები

პოლონეთის მთავრობა ნატო-ს მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს განიხილავს 

16 ნოემბერი, 2022 • 894
პოლონეთის მთავრობა ნატო-ს მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს განიხილავს 

პოლონეთის მთავრობა ნატო-ს მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს განიხილავს. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ნატო-ს მე-4 მუხლი გულისხმობს ალიანსის წევრებთან კონსულტაციების გამართვას, თუკი რომელიმე მათგანის აზრით, ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა თუ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.

როგორც პოლონეთის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, პოლონეთის სამხედრო ძალების ნაწილში უმაღლესი საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა.

ამასთან, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უკრიანის საზღვართან აფეთქება მოხდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცლე ემსხვერპლა.

მისივე განცხადებით, შესაბამისი უწყბების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიანა და იქ არსებულ ვითარებას სწავლობენ.

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, მთავარ მოკავშირეებთან კონტაქტზე იმყოფებიან და  „იმ სერიოზული სიტუაციიდან გამომდინარე“,  რასთანაც საქმე აქვს, პოლონეთის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან საუბარი გამართა.

ამასთან, პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რეგულარულ კონტაქტზეა  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან და არსებულ ვითარებაზე მას რამდენიმეჯერ ესაუბრა.


CNN-ისა და Associated Press-ის თანახმად, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს ორი რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა.

მათივე ცნობით, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც Associated Press წერს, ინფორმაცია, რომ რაკეტები ნატო-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ამერიკელი ოფიციალური პირი ადასტურებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლონეთში რუსული რაკეტები ჩამოვარდა და მას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს.

პარალელურად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა მოიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი ავრცელებს.

თუმცა სხდომის მოწვევის ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებია და განაცხადა, რომ სხდომა „კრიზისული სიტუაციის“ გამო იკრიბება. ამასთან, მან მედიას მოუწოდა, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

მანამდე პოლონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ პრჟევოდოვში მომხდარი აფეთქების შესახებ. შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ადგილზე იმყოფებოდნენ სამსახურები და სამხედროები. მათივე ინფორმაციით, რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ფოტო: polsat news

მასალების გადაბეჭდვის წესი