ახალი ამბებიხელოვნება

პოეტ მარი აბრამიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო მწერალთა სახლში

15 ნოემბერი, 2022 • 1499
პოეტ მარი აბრამიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო მწერალთა სახლში

15 ნოემბერს, 18:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება პოეტ მარი აბრამიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო.

1945 წლის 27 მარტს მარი აბრამიშვილი ჟურნალის „ანათემა” გამოცემის გამო რამდენიმე პოეტთან ერთად დააპატიმრეს. იგი  დახურულმა სასამართლომ  6 წლით  „ვიატლაგში” გადაასახლა. გადასახლებიდან დაბრუნებული პოეტი კვლავ დაუბრუნდა პოეზიას. 1951 წელს მისი ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნალში „მნათობი”.

მწერალთა სახლში გამართული საღამო არის შესაძლებლობა –  მივიწყებული, ბევრისთვის უცნობი რეპრესირებული პოეტი ქალის – მარი ბერძენიშვილისა და მისი პოეზიის გასაცნობად.

საიუბილეო საღამოზე გამოფენილი იქნება პოეტის წიგნები, რამდენიმე ხელნაწერი და პირადი ნივთი, რომელიც გამოფენის შემდეგ მწერალთა სახლის რეპრესირებული მწერლების მუზეუმში დაიდებს ბინას.

საღამოზე გამომცემლობა „ინტელექტი“ წარადგენს მარი აბრამიშვილის ახლად გამოცემულ სატრფიალო ლირიკას „შენი სახელი შემრჩა ბაგეზე“.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მწერალთა სახლი მდებარეობს თბილისში, ივანე მაჩაბლის 13 ნომერში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი