ახალი ამბები

ყველაზე საქმიანი, ყველაზე ემოციური, ყველაზე ეროვნული და ..

17 მაისი, 2010 • 2251
ყველაზე საქმიანი, ყველაზე ემოციური, ყველაზე ეროვნული და ..

თბილისის მერობის კანდიდატებმა საკუთარ საარჩევნო პლაკატებსა და სლოგანებს  თავი ერთად მოუყარეს. „აირჩიე საქართველოს მომავალი“ – ამ სახელწოდებით „თბილისი მარიოტში“ „ბიზნეს ტრენინგების ასოციაციამ“  ფესტივალი მოაწყო.

„ეს არის წინაასარჩევნო ფესტივალი. გადავწყვიტეთ, ყველა კანდიდატისთვის თავი ერთად მოგვეყარა. გამოფენილია, ასევე,  ხუთი არაფორმალური ფოტო, იმიტომ, რომ ამომრჩეველმა უფრო ახლოს გაიცნოს კანდიდატები. ასევე, ფესტივალის მიზანი ის იყო, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ენახათ, რადგან დაპირირსპირებული მხარეების ერთად ყოფნა ცოტა რთული წარმოსადგენია“, -ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი.

ღონისძიებას თბილისის მერობის ცრა საარჩევნო კანდიდატიდან მხოლოდ  სამი კანდიდატი დაესწრო. გიორგი ლაღიძემ და დავით იაკობიძემ, როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, საარჩვენო ბანერების და პლაკატების მომზადება ვერ მოასწრეს.  ირაკლი ალასანიამ, გიგი უგულავამ, თამაზ ვაშაძემ და  გოგი თოფაძემ კი, ფესტივალზე თავისი წარმომადგენლები გააგზავნეს. პრიზებიც სწორედ მათ გადაეცათ.

ხუთი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ (ანდრო ბარნოვი, მარიკა დარჩია, ლალი მოროშკინა, გიორგი შარაშიძე და კოტე ჭიჭინაძე) ქალაქის მერობის კანდიდატების პლაკატები და სლოგანები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა.

ყველაზე დამაჯერებელი სლოგანი „ნაციონალური მოძრაობის“ კადიდატს, გიგი უგულავას აღმოაჩნდა. –„იმიტომ,  რომ გასაკეთებელი ნამდვილად ბევრია“,– ასე დაასაბუთა ჟიურიმ თავისი გადაწყვეტილება.

ყველაზე საქმიანი კანდიდატი „მოვდივართ საქმით–გპირდებით საქმეს“ გოგი თოფაძის სლოგანი  აღმოჩნდა.

ყველაზე კრეატიულ სლოგანად ჟიურიმ „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“  კანდიდატის, გია ჭანტურიას სლოგანი– „გაზი 10 თეთრი, დენი 5 თეთრი, წყალი უფასო“  დაასახელა.

ნომინაციაში ყველაზე ლაკონური სლოგანი „ ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას სლოგანმა – „ჩვენ შეცვლით“ გაიმარჯვა.

ყველაზე ემოციური სლოგანის ნომინაციაში სლოგანებით – „თბილისი ჩვენი სახლია“ და „ბრძოლა დღესვე“,  „ეროვნული საბჭოს“ კანდიდატს,  ზვიად ძიძიგურსა და „სახალხო დემოკრატების“  ნიკა  ივანიშვილს წარმატება თანაბრად გაუნაწილეს.

 ჟიურიმ ნომიცანია– „ყველაზე ეროვნული სლოგანი“ ვერ გამოავლინა.

დარბაზის სიმპატია  ზვიად ძიძიგურს ერგო, რომელიც ღონისძიებაზე მაკა ასათიანთან ერთად მოვიდა.

მთავარი პრიზი სარეკლამო კომპანია outdoor.ge –მ დააწესა–ქალაქის ცენტრში ორი კანდიდატის ბანერის განთავსება. ღონისძიების ერთ–ერთი ორგანიზატორის თქმით, ადრე „outdoor.ge–ს მიმართ პრეტენზიები იყო, იმის გამო, რომ იგი მხოლოდ სამთავრობო პლაკატებს აკრავდა. ამიტომ ეს პრიზი“ლოტოტრონით თამაშდება“.

ლოტოტრონმა მთავარი პრიზის მფლობელები –თამაზ ვაშაძე და გიგი უგულავა გამოავლინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი