საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო გამოტოვებს საქართველო-მარკოს შორის დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრას.
ფედერაციის თქმით, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მომდევნო ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებს ბათუმის დინამოს წევრი სანდრო ალთუნაშვილი შეუერთდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 17 ნოემბრის მატჩისთვის ასეთია:
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, „ნაპოლის“ ქართველმა ლეგიონერმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ შეხვედრის დროს მიიღო. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე განთავსებულ სარეკლამო ბანერს შეეჯახა და წელის ტრავმა მიიღო, რის გამოც სერია ა-ს სამი თამაშის გამოტოვებაც მოუხდა.