„ნაციონალური მოძრაობაში“ სპეციალური 7-წევრიანი კომისიის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ პარტიის თავმჯდომარეს ონლაინ რეჟიმში აირჩევენ.
ამასთან, კომისიის თანახმად, კანდიდატურის წარსადგენად კონკრეტულ პირს პოლიტსაბჭოს სამი წევრის მხარდაჭერა დასჭირდება.
ოფიციალური დოკუმენტი ზუსტი დეტალებით, – როდის იქნება არჩევნები, ზუსტად როგორ ონლაინ ფორმატში და ა.შ. – სამუშაო ჯგუფმა 22 ნოემბრისთვის უნდა მოამზადოს და დასამტკიცებლად პოლიტიკურ საბჭოს წარუდგინოს.
თავმჯდომარეობის მსურველები ამის შემდეგ დარეგისტრირდებიან კანდიდატებად.
სამუშაო ჯგუფის წევრები არიან:
- გიორგი ბარამიძე
- ნინო კვიტაიშვილი
- თორნიკე ბიკაშვილი
- გიორგი ბოტკოველი
- ლევან ბეჟაშვილი
- ივანე პეტრიაშვილი
- ბაჩო დოლიძე