კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იუწყება, რომ 14-15 ნოემბერს ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც ნაძალავედსა და ჩურუღეთში წყალმომარება 20 საათით შეწყდება.
ტექნიკური სამუშაოები 14 ნოემბერს, დღის 12:00 საათიდან დაიწყება და მეორე დილის, 15 ნოემბრის 08:00 საათამდე გაგრძელდება.
კომპანიის თანახმად, სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ამავე 20-საათიან შუალედში წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
უიარაღოს, ნოსტეს, კახიანის, ძმობის, მუშათას, წრომის, კელაპტრიშვილის, ასკურავას, სტურუას, კისისხევის, წაღვერის, კაჭრეთის, კონდოლის (ლევან თიგიშვილის), მაღაროს, კოდალოს, ლოტკინის ხევი, ენისელის, მესხის, ღუდუშაურის, მიტინგის და ქართლელიშვილის, ურიდიას (ყოფილი ჩოდრიშვილის), რევაზ ინანიშვილის ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში:
ივერთუბნის დასახლებას (ხეხილ სანერგე მეურნეობა) რეხის, მახათას აღმართის, სამურზაყანოს, სარკინეთის, ცხრა ძმის, აფხაზეთის, მარუაშვილის, სამშვილდის, ზაზიშვილის III შეს, აჭარის, ტყეკულტურის, მანგლისის, არგვეთის, მეუნარგიას N65-79 (კენტებს), N 58, 64, 66, 68, დავითაშვილის, თამარაშენის, ლამის, ბაგრატიონის, ჯაბაურის, სიღნაღის, ღოღობერიძის, მნათობის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის, ხოლო „სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“.