ახალი ამბები

გოგაშვილის ბიძაშვილს 10 000-ლარიანი გირაო დააკისრეს

10 ნოემბერი, 2022 • 680
გოგაშვილის ბიძაშვილს 10 000-ლარიანი გირაო დააკისრეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილს, ნიკოლოზ გოგაშვილს 10 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ გოგაშვილი 8 ნოემბერს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ბრალდებით, რაც და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოსამართლე დავით კურტანიძის გადაწყვეტილებით, გოგაშვილი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს საპატიმროს.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული საქმე სოსო გოგაშვილის ბრალდების საქმიდან გამოყოფილია.

გოგაშვილების ოჯახი ნიკოლოზ გოგაშვილის დაკავებას სოსო გოგაშვილისადმი ხელისუფლების შურისძიებას უკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი