ახალი ამბები

„რაც უნდა, ის ჩაწეროს“ — „ოცნების“ დეპუტატი ევროპარლამენტის ანგარიშზე

8 ნოემბერი, 2022 • 666
„რაც უნდა, ის ჩაწეროს“ — „ოცნების“ დეპუტატი ევროპარლამენტის ანგარიშზე

„ქართული ოცნების“ წევრი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტს შეუძლია თავის დოკუმენტში „რაც უნდა, ის ჩაწეროს“.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

ანგარიშში ინიციირებულია ევროპარლამენტართა ნაწილის მიერ მომზადებული შესწორებები, რომელიც შეეხება „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვას.

ბეჟან წაქაძის თქმით, საქართველო დამოუკიდებელი სამართლებრივი სახელმწიფოა და ევროპარლამენტს არ აქვს უფლება, ქვეყნის სასამართლოს საქმეებში ჩაერიოს.

„ევროპარლამენტი მოსამართლეა, პროკურორი თუ რა არის?! არ აქვთ მათ უფლება ჩაერიონ სასამართლო საქმეებში ქვეყნის შიგნით, ეს რა, მათი უფლებაა?! რაც უნდა, ის ჩაწეროს, ეს არის დამოუკიდებელი სამართლებრივი სახელმწიფო და გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ [ნიკა გვარამია] უნდა იყოს ციხეში, იქნება ციხეში. თუ მიიღებს და იქნება რაღაც მოტივაციები, რომ გამოვიდეს, მაშინ მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოვიდეს. სხვანაირად არ შეიძლება.

ერთადერთი რამ აქვს, თუ პროცესი უკვე დასრულებულია, პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს მისი გათავისუფლების შესახებ. ეს უკვე მისი პრეროგატივაა. რაც შეეხება ევროკავშირს, მისი საქმე არ არის, ვინ გათავისუფლდეს და ვის რა დაუწესო“, — განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი