ახალი ამბები

ვიღაცამ სადმე სექსუალურ პრაიდზე რომ გაიაროს, მე არ ვიბრძოლებ – ხვიჩია

4 ნოემბერი, 2022 • 1417
ვიღაცამ სადმე სექსუალურ პრაიდზე რომ გაიაროს, მე არ ვიბრძოლებ – ხვიჩია

„იმ უფლების რეალიზებისთვის, რომ ვიღაცამ სადმე სექსუალურ პრაიდზე გაიაროს, მე არ ვიბრძოლებ“, – ამის შესახებ სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ  პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

იაგო ხვიჩიასთან გასაუბრება დღეს, 4 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე გაიმართა.

იაგო ხვიჩიას ომბუდსმენობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ალექსანდრე კობაიძემ ჰკითხა, „მიეცემა თუ არა სექსუალურ უმცირესობებს პრაიდის გამართვის უფლება,“ თუ სახალხო დამცველად აირჩევენ.

„ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, სადაც უნდა, იქ გაიაროს, შეიკრიბოს მშვიდობიანად და უიარაღოდ, მაგრამ არსებობს რაღაც ტიპის უფლებები, რომელთა რეალიზებისთვის მე ვიბრძოლებ და არ ვიბრძოლებ.

მაგალითად, იმ უფლების რეალიზებისთვის, რომ ვიღაცამ სადმე სექსუალურ პრაიდზე გაიაროს, მე არ ვიბრძოლებ, იქიდან გამომდინარე, რომ მე სხვა პრიორიტეტები მაქვს და მგონია, რომ თუნდაც სექსუალური უმცირესობის თემის წარმომადგენელი, რომელიც ციხეში ზის, ის უფრო საჭიროებს უფლებების დაცვას, ვიდრე ადამიანი, რომელიც ახლა არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სად ჩაატაროს პრაიდი.

თუმცა არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი და ამის ფარგლებში ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მოუნდება ასეთი ტიპის აქტივიზმი, მე ვეცდები, რომ ხელი არ შევუშალო. პირადად ჩემი ინტერესი ეს არ არის, ჩემი ინტერესები სულ სხვა კატეგორიის უფლებების დაცვაა და არა სადღაც გადაადგილების რაღაც კონკრეტულ ღონისძიებაზე“, –  განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი