ახალი ამბები

გვარამია და სააკაშვილი პოლიტპატიმრები არიან – ომბუდსმენობის კანდიდატი

4 ნოემბერი, 2022 • 994
გვარამია და სააკაშვილი პოლიტპატიმრები არიან – ომბუდსმენობის კანდიდატი

სახალხო დამცველობის კანდიდატი გიორგი ცობეხია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია პოლიტპატიმრები არიან.

ამის შესახებ მან დღეს, 4 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით ხაჯიშვილის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

„იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას არ გააჩნია მართლმსაჯულების მიმართ ისეთი ნდობის ხარისხი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ მოცემული საქმეების მიმართ ჰქონდეს ობიექტურობის განცდა იმ განაჩენებზე, რომელიც დააყენა სასამართლომ, რა თქმა უნდა, ცალსახად არის პასუხი, რომ დიახ, ისინი არიან პოლიტპატიმრები. მათ შორის ნიკა გვარამიასთან მიმართებით აღსანიშნავია ის მოცემულობა, რომ 2017 წლიდან იმ ხასიათის დანაშაულებზე, რომელსაც ედავებიან გვარამიას, არ ყოფილა საპატიმრო ღონისძიება გამოყენებული“, – განაცხადა გიორგი ცობეხიამ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი