ლენტეხის მერიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

სამინისტროს ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.