ახალი ამბები

ამ ეტაპზე „ლელო“ აგრძელებს დამოუკიდებელ საქმიანობას — ხაზარაძე

2 ნოემბერი, 2022 • 608
ამ ეტაპზე „ლელო“ აგრძელებს დამოუკიდებელ საქმიანობას — ხაზარაძე

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი  მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელო“  აგრძელებს დამოუკიდებელ საქმიანობას და პარტიის მშენებლობას.

ამის შესახებ მან პროდასავლური ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა. საუბარია  „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ თანამშრომლობაზე.

ხაზარაძის თქმით, მისთვის ბუნდოვანია აღნიშნული გაერთიანების სტრუქტურა.

„საერთოდ, გაერთიანება არის ერთადერთი სწორი რამ, რაც ქართველ ხალხს სჭირდება და ჩვენ უნდა ვიყუროთ მომავალში. თუმცა ეს სტრუქტურა, შინაარსი და კონფიგურაცია ჩემთვის ბუნდოვანია.

ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ ვემხრობით, რომ გავერთიანდეთ ქვეყნის გადასარჩენად, მაგრამ ამ ეტაპზე „ლელო“ აგრძელებს დამოუკიდებელ საქმიანობას და პარტიის მშენებლობას, ბუნებრივია, ყველა იმ პროდასავლურ პარტიასთან თანამშრომლობით, რაც საბოლოო ჯამში, ამ ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


„სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, სამი პოლიტიკური ძალა, „სტრატეგია აღმაშენებლი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საერთო სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდა. თუმცა, მისი თქმით, ეს ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ ნიშნავს.

მისი თქმით, ეს პროევროპელთა ერთობაა და ყველა პროევროპელისთვის კარი ღიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი