ახალი ამბები

სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტის დატოვებას განიხილავს

1 ნოემბერი, 2022 • 817
სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტის დატოვებას განიხილავს

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი” განიხილავს პარლამენტის დატოვების სცენარს. როგორც მან პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, პარტია ამისათვის შინაგანად მზადაა, თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია დასავლელი პარტნიორების შემზადება.

“როდის უნდა მოხდეს ეს? ეს არ უნდა იყოს ნაჩქარევი და ნაადრევი… როცა ის მოცემულობაც დადგება, როცა საზოგადოებაც შეთანხმდება, რომ ოცნებისგან არაფერი გამოვა, ის არის პრორუსული ძალა და მასთან ერთად კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ”, – განაცხადა ვაშაძემ, რომელიც პარლამენტში შარლ მიშელის შეთანხმების შედეგად შევიდა.

“ჩვენ შინაგანადაც და ყველანაირად მზად ვართ, რომ პარლამენტი დავტოვოთ. ამ სცენარს განვიხილავთ. იმდენად აუტანელია პრორუსებთან ერთ სივრცეში ყოფნა… მხოლოდ იქ ვიქნები, სადაც ვხედავ 12 პუნქტთან დაკავშირებულ რაიმე საკითხს. საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩემი ხმა სჭირდებოდა და მივეცი. პრორუსებთან ყოველდღიურ მუშაობას არ ვაპირებ”, – განაცხადა ვაშაძემ.

სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტში 2 დეპუტატითაა წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი