ახალი ამბები

მოლდოვამ რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ რუსი დიპლომატი გააძევა

31 ოქტომბერი, 2022 • 1232
მოლდოვამ რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ რუსი დიპლომატი გააძევა

მოლდოვამ, ქვეყანაში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

ინფორმაცია მოლდოვის საგარეო უწყებამ გაავრცელა.

გავრცელებული ცნობის თანახმად, კიშინიოვში რუსეთის ფედერაციის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ქვეყანა დაატოვებინეს.

კიშინიოვმა ფაქტის შესახებ უკვე აცნობა რუსულ მხარეს, კერძოდ, რუსეთის ელჩს მოლდოვაში ოლეგ ვასნეცოვს.

რუსეთის ელჩთან შეხვედრისას მოლდოვურმა მხარემ განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყანაზე [უკრაინაზე] სარაკეტო თავდასხმები აუარესებს უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის მოლდოვის ენერგოუსაფრთხოებასაც.

დღეს მოლდოვის ჩრდილოეთში ჩამოვარდა რუსული რაკეტა, რომელიც მანამდე უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი