ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრაზე შესაძლოა ახალი შეთანხმება გაფორმდეს

31 ოქტომბერი, 2022 • 1851
პუტინის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრაზე შესაძლოა ახალი შეთანხმება გაფორმდეს

სოჭში დღევანდელი, 31 ოქტომბრის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა, მხარეებმა ხელი მოაწერონ სამმხრივ განცხადებას. ამის შესახებ, როგორც ინტერფაქსი წერს, განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრემიერმა.

მისივე ცნობით, ერევანი დათანხმდა რუსეთის პროექტს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების ძირითადი პრინციპების შესახებ.

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებისა და ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო სალაპარაკოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, დღეს, 31 ოქტომბერს, სოჭში დაიგეგმა სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან. სამმხრივ შეხვედრამდე პუტინი ორივე მხარეს ცალ-ცალკე ხვდება.

“კონფლიქტი უკვე ათწლეულებია გრძელდება, ოდესმე უნდა დასრულდეს, ვიცი, რომ ამის პოლიტიკური ნება გაგაჩნიათ, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ”, – განაცხადა პუტინმა ფაშინიანთან ორმხრივი შეხვედრისას.

შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის, სოჭში ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს არცახში [მთიანი-ყარაბაღი] რუსი სამშვიდობოების განთავსების ვადის 15-20 წლით გახანგრძლივებას და სთავაზობს რუსეთის პრეზიდენტს, მსგავსი წინადადება წამოაყენოს.

მოსკოვის პარალელურად, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებისა და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის პირდაპირ კომუნიკაციისა და დიალოგის ორგანიზებას უწევენ ევროსტრუქტურები და ევროპელი ლიდერები.

ნიკოლ ფაშინიანი; ვლადიმერ პუტინი; ფოტო: kremlin.ru

ნიკოლ ფაშინიანი; ვლადიმერ პუტინი; ფოტო: kremlin.ru

მასალების გადაბეჭდვის წესი