ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს შეცვალოს გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს მარცვლეულის ექსპორტზე დადებულ შეთანხმებას.

ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი ტვიტერზე ავრცელებს.

„რუსეთის გადაწყვეტილება შეზღუდოს მონაწილეობს შავი ზღვის ხელშეკრულებაში რისკის ქვეშ აყენებს მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტის ამ მთავარ მარშრუტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის მიერ გამოწვეული სასურსათო კრიზისის დასაძლევად აუცილებელია.

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს შეცვალოს ეს გადაწყვეტილება,“ – წერს ბორელი ტვიტერზე.

29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ დადებული შეთანხმებიდან გადის და კიევს სევასტოპოლის პორტში შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

ვრცლად:

რუსეთი უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე დადებულ შეთანხმებას აჩერებს