ახალი ამბები

სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე 146 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა

29 ოქტომბერი, 2022 • 982
სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე 146 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა

სეულში ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნისას ჭყლეტაში 146 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა. როგორც BBC წერს, ღია ცის ქვეშ 100 კოსტიუმირებულ ღონისძიებას 100 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. ეს პირველი მასობრივი დღესასწაული იყო, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გაიმართა.

გამოცემა აღნიშნავს, სეულის ქუჩებში მობილიზებულია უპრეცედენტო რაოდენობის სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები. მომხდარის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის დადგენილი არ არის. თვითმხილველები BBC-სთან ჰყვებიან, რომ სამედიცინო პროცედურებს მოქალაქეებს ექიმები ქუჩაში უტარებდნენ, პოლიციას კი ცხედრები გაჰყავდა.

Reuters-ის ცნობით, დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. ოფიციალური უწყებების განცხადებით, დაღუპულთა უმეტესობა 20-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალია.

სეულის სამაშველო სამსახური აცხადებს, რომ სიტუაცია რაიონში, სადაც ღონისძიება იმართებოდა სიტუაცია ამ დრომდე ქაოტურია და მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისა და შინ წასვლისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი უწყებები Reuters-ის ცნობით, მომხდარის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი