„ქართული ოცნების“ წევრი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ამ დროისთვის ხახუბიას სახლში სამართალმდამცავები მუშაობენ. როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დეპუტატი 51 წლის იყო.