ახალი ამბები

გია დვალის პროექტი სინერგიის გრანტის გამარჯვებული გახდა

27 ოქტომბერი, 2022 • 1098
გია დვალის პროექტი სინერგიის გრანტის გამარჯვებული გახდა

ფიზიკოს გია დვალს კვანტური ფიზიკისა და ფარდობითობის ზოგადი თეორიის ინტერფეისის პროექტისთვის ევროპული კვლევითი საბჭოს (ERC) სინერგიის გრანტი მიენიჭა.

სინერგიის გრანტი ყოველწლიურად ცხადდება და ღიაა ნებისმიერი ეროვნების მეცნიერისთვის, რომელიც ევროკავშირის ან ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყანაში საქმიანობს. სინერგიის გრანტის მიზანია ამბიციური კვლევითი შეკითხვებისთვის პასუხის გაცემა, რომლებიც მოითხოვს 2-4 სამეცნიერო ხელმძღვანელის და მათი სამეცნიერო ჯგუფების კოორდინირებულ მუშაობას.

სინერგიის გრანტის გამარჯვებული პროექტი GRAVITES არის გია დვალის და მისი კოლეგების — ფილიპ უოლტერის, პიოტრ კრუსიელისა და ნერგის მავალვალას — ერთობლივი პროექტი, რომელიც დააკვირდება, თუ როგორ მოქმედებს გრავიტაცია ე.წ. კვანტურად გადაჯაჭვული ნაწილაკების მდგომარეობაზე. ფიზიკოსები პირველად გაზომავენ ცალკეული და ჩახლართული ფოტონების გრავიტაციულ თვისებებს აინშტაინის გრავიტაციის ფონზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი