ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინი ალიევს და ფაშინიანს სოჭში შეხვდება

26 ოქტომბერი, 2022 • 1567
პუტინი ალიევს და ფაშინიანს სოჭში შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს სოჭში, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს შეხვდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

უკანასკნელად, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სოჭში 2021 წლის 26 ნოემბერს შეხვდნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში, ასტანაში 14 ოქტომბერს გამართული დსთ-ის ქვეყნების ლიდერების სხდომის დროს მიიწვია.

დსთ-ის სამიტამდე სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების უკანასკნელი შეხვედრა პრაღაში 6 ოქტომბერს გაიმართა. ოთხმხრივ შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელი.

“თანდათან ვუახლოვდებით მშვიდობას” – ალიევი ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი