ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი და ფაშინიანი პუტინს ხვდებიან

26 ნოემბერი, 2021 • 1902
ალიევი და ფაშინიანი პუტინს ხვდებიან

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სოჭის რეზიდენციაში დღეს, 26 ნოემბერს ხვდებიან.

დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა ვლადიმერ პუტინის ინიციატივით დაინიშნა ალიევისა და ფაშინიანის დაგეგმილ შეხვედრამდე, რომელიც 15 დეკემბერს ბრიუსელში უნდა გაიმართოს.

ოფიციალური ინფორმაციითვე, შეხვედრაზე განიხილება რეგიონის უსაფრთხოებისა და ახალი სატრანსპორტო და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენის საკითხები.

სომხური მედიის ცნობით, ერევანმა მოსკოვს თხოვნით მიმართა, შუამავლობა გაუწიოს სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების დალაგების საკითხში.

მასალების გადაბეჭდვის წესი