ახალი ამბები

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა

26 ოქტომბერი, 2022 • 874
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დატოვა უცვლელად, 11 პროცენტზე.

ამის შესახებ დღეს განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

სებ-მა განაკვეთის რაოდენობა 2022 წლის მარტში 10.50 პროცენტიდან 11 პროცენტამდე გაზარდა.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, იგივე რეფინანსირების განაკვეთი, ეროვნული ბანკის ინსტრუმენტია, რომლის ცვლილებაც საბაზრო საპროცენტო განაკვეთების არხით ერთობლივ მოთხოვნას ცვლის. ეს კი, საბოლოო ჯამში, ინფლაციის დინამიკაზე აისახება.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია ან ამგვარი მოლოდინები არსებობს, როგორც წესი, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს.

გარდა საპროცენტო განაკვეთებისა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკაზე ზეგავლენას ახდენს საკრედიტო, გაცვლითი კურსის და მოლოდინების არხებითაც.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა, თავის მხრივ, აძვირებს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ, განაკვეთზე დამოკიდებულ სესხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი