უკრაინა პასუხობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, რომლის თანახმადაც, ევროკავშირმა უნდა გადახედოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის სანქცირებას შეწყვეტს, რუსული ტანკები ბუდაპეშტში იმაზე უფრო სწრაფად აღმოჩნდებიან, ვიდრე უნგრეთის მთავრობა მოსკოვში ჩასვლას შეძლებს.
უნგრეთის მთავრობა ასევე აქტიურად განიხილავს „საჯარო კონსულტაციებს“ სანქციებთან დაკავშირებით.
ქვეყნის მთავრობა რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს ბომბის ან რაკეტების ფორმით გამოხატავს, რაც მიანიშნებს, რომ დაწესებული სანქციები ომს აღრმავებს.
უნგრეთის მთავრობის მიერ გავრცელებული პოსტერი, სადაც დასავლეთის მიერ დაწესებული
სანქციები ბომბის სახითაა გამოსახული.
უნგრეთი ხშირად მხარს არ უჭერს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.
ასეთი შემთხვევა იყო რუსეთის პატრიარქის, კირილის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანა და ევროკავშირში რუსული ნავთობის აკრძალვა, რასაც უნგრეთმა მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, ეს სანქციები არ ამოქმედებულა.