ახალი ამბები

თუ საჭირო გახდა, ბატონი ბიძინას ინტერესებს, როგორც სახელმწიფო ინტერესებს, საზოგადოება დაიცავს — ხუნდაძე

24 ოქტომბერი, 2022 • 1014
თუ საჭირო გახდა, ბატონი ბიძინას ინტერესებს, როგორც სახელმწიფო ინტერესებს, საზოგადოება დაიცავს — ხუნდაძე

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდება, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს საზოგადოება  ისე დაიცავს, როგორც სახელმწიფო ინტერესებს.

ამის შესახებ მან გუშინ, 23 ოქტომბერს, „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.

„ბატონი ბიძინას ძალა არ არის მხოლოდ ფინანსებში, როგორც უნდათ, რომ ეს წარმოაჩინონ. მისი ძალა არის სწორედ იმაში, რომ საზოგადოება დგას ჯანსაღი აზრის გვერდში.

როგორც 2012 წელს ბატონი ბიძინა დადგა საზოგადოების გვერდში, ისე საზოგადოება დგას დღეს მის გვერდში და თუ საჭირო გახდა, ბატონი ბიძინას ინტერესებს, როგორც სახელმწიფო ინტერესებს, რა თქმა უნდა, მთლიანად საზოგადოება დაიცავს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი