ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი საქართველოს ეწვია

24 ოქტომბერი, 2022 • 1572
ალიევი საქართველოს ეწვია

დღეს, 24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია.

ოფიციალური ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი განიხილავენ ყველა ის მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც არსებობს ორმხრივ ურთიერთობებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის ცნობით, ილჰამ ალიევის ვიზიტისას განიხილება ასევე, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა.

“საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ბატონ პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არის ძალიან ფართო სპექტრი საკითხების და სწორედ დღევანდელი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იქნება შესაძლებლობა ამ საკითხების განხილვის. მეორე მხრივ, რეგიონული გამოწვევების ფონზე მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც განიხილება, არის ის, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა და ყველა ის საკითხები, რომელიც მრავალმხრივ ფორმატებში და რეგიონული გამოწვევების ფონზე არსებობს”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი