სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად 5 წლის ვადით და ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

22 ოქტომბერს ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიის კონგრესმა გამოაქვეყნა მე-20 ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობა, რომელშიც არ შედის ორი მთავარი თანამდებობის პირი, რომლებსაც კავშირი არ აქვთ ქვეყნის ლიდერთან. ესენი არიან პრემიერ ლი კეჩიანი, რომელიც თანამდებობას ტოვებს და გუანდუნგის პარტიის ყოფილი ლიდერი ვანგ იანგი, რომელიც პრემიერის პოტენციურ შემცვლელად განიხილებოდა.

ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰუ ძინტაო მისთვის მოულოდნელად გაიყვანეს მმართველი პარტიის ყრილობიდან. ჩინეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ის შეუძლოდ იყო, თუმცა ვიდეო კადრებში ჩანს მისი დაბნეულობა და წინააღმდეგობის მცდელობა კონგრესიდან მოულოდნელად გაყვანის მომენტში.

კომიტეტის ერთგული მომხრეებით დაკომპლექტების შემდეგ, სი ძინპინი სავარაუდოდ მესამე ვადით გახდება ჩინეთის პრეზიდენტი, რაც ოფიციალურად მთავრობის ყოველწლიურ საკანონმდებლო სესიაზე, 2023 წლის მარტში გამოცხადდება. ისტორიული მესამე ვადა კომუნისტური პარტიის ლიდერის პოსტზე სი ძინპინს მაო ძედუნის შემდეგ ქვეყნის ყველაზე გავლენიან მმართველად ხდის.