ახალი ამბები

ამერიკელთა 67% მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას – კვლევა

22 ოქტომბერი, 2022 • 1329
ამერიკელთა 67% მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას – კვლევა

ჩიკაგოს საბჭოს კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ამერიკელთა 67% მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.

კერძოდ, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ნატო-ში შვედეთის (76%) და ფინეთის (76%) გაწევრიანებას და ასევე მხარს დაუჭერს უკრაინის (73%) და საქართველოს (67%) გაწევრიანებას.

ჩიკაგოს საბჭოს გამოკითხვა, რომელიც აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიმართ ამერიკელთა დამოკიდებულებას იკვლევს, უკრაინაში რუსეთის ომის მიმდინარეობისას ჩატარდა.

კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები ბრძოლის ადგილიდან ფიზიკურად შორს არიან, მათ იგრძნეს ომის შედეგები საკუთარ ცხოვრებაში სურსათზე ფასების ზრდის, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებისა და გაზის მაღალი ხარჯების გამო.

უკრაინის ომმა ასევე იმოქმედა მსოფლიოს შესახებ ამერიკელების შეხედულებებზე.

კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინიში ომის გამო შექმნილი კრიზისს ამერიკელები ეკონომიკური კუთხით განიცდიან, მაინც ფიქრობენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარება ამად ღირს. კვლევის თანახმად, უკრაინის დახმარების ვალდებულებას ორივე ძირითადი პოლიტიკური პარტიის, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მხარდამჭერები იღებენ.

კვლევის მიხედბით, ამერიკელები დღევანდელი საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე – ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეებზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს შეერთებულმა შტატებმა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და აშშ-ს სამხედროების ყოფნაზე ევროპასა და აზიაში – ამერიკელები პარტიულ ხაზებს მიღმა თანხმდებიან, თუმცა ხშირად სხვადასხვა მიზეზების გამო.

კვლევის თანახმად, უკრაიანაში რუსეთის შეჭრამ ევროპული უსაფრთხოებაზე ამერიკელთა ყურადღება ისევ გაამახვილა და ახლა ამერიკელები ამბობენ, რომ შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის ევროპა ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია მსოფლიოში (50%).

„ეს წარმოადგენს შესამჩნევ ცვლილებას წარსულში ჩატარებულ კვლევებთან შედარებით, როდესაც ამერიკელთა უსაფრთხოების საკითხები ფოკუსირებული იყო ახლო აღმოსავლეთზე.

50 წლის მანძილზე ჩიკაგოს საბჭოს მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით ამერიკელთა მხარდაჭერა ნატო-სა და ევროპაში აშშ-ის სამხედრო ბაზებიასადმი ახლა უმაღლეს დონეზეა“, – ვკითხულობთ კვლევაში.


ჩიკაგოს საბჭოს მიერ კვლევა 2022 წლის 15 ივლისიდან 1 აგვისტოს პერიოდშია ჩატარებული და 3 106 ზრდასრულია გამოკითხული. კვლევის ცდომილება  +/- 1.8%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი