ახალი ამბები

გვექნება შესაბამისი რეაგირება — დარჩიაშვილი ადეიშვილის ევროსაბჭოში ვიზიტზე

20 ოქტომბერი, 2022 •
გვექნება შესაბამისი რეაგირება — დარჩიაშვილი ადეიშვილის ევროსაბჭოში ვიზიტზე

„ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება გვექნება“, — ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ვიზიტს ევროსაბჭოში.

ადეიშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მთავარი პროკურორის მრჩეველია, ევროპის საბჭოში უკრაინის მხარეს ახლდა რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებზე.

„რუსთავი 2-ის“ თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა პარლამენტარმა, ლევან ბეჟაშვილმა გუშინ თქვა: „ეს აღიარებაა იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლბას არ აქვს არანაირი ავტორიტეტი“; რომან გოცირიძემ კი თქვა: „[ადეიშვილი] თავისი პროფესიული გამოცდილებით ეხმარება უკრაინას. ყველამ იცის, რომ ისინი არიან პოლიტიკური დევნილები“.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კი „შავი იუმორი“ უწოდა ადეიშვილის მიერ ადამიანის უფლებების დაცვას.

ადეიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, უკრაინაში იმყოფება. მას საქართველოში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ასევე მისჯილი აქვს პატიმრობა, მათ შორის ციხის კადრების საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი