ევროკავშირი სომხეთთან ხელშეკრულების [2021-2027 წლების ] ფარგლებში ქვეყანას 10 მილიონი ევროს ოდენობით გრანტს მისცემს მიგრაციის მართვისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით პოლიციის რეფორმისთვის.

ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის ვიცე-პრემიერის, მგერ გრიგორიანის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ოფიციალური ინფორმაციითვე, კიდევ ერთ გრანტს ევროკავშირისგან სომხეთი 23 მილიონი ევროს ოდენობით მიიღებს სიუნიქის მხარეში მცირე დ საშუალო ბინზესის შექმნისა და განვითარებისთვის. წინაწარი ინფორმაციით,  პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს 1500-მდე მცირე და საშუალო ბიზნესპროექტი.