ახალი ამბები

რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაკბინა

17 ოქტომბერი, 2022 • 921
რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაკბინა

ქალაქ რუსთავში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ოთხი ადამიანი დაკბინა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

სააგენტოს თანახმად, შემთხვევა ღამის საათებში, შარტავას გამზირზე მოხდა. დაზარალებულია ორი ქალი და ორი კაცი.

როგორც “ნეტგაზეთს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ოთხივე პირი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში არ გვიპასუხეს დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე.

“ინფო რუსთავს” ერთ-ერთმა დაზარალებულმა უთხრა, რომ ნაკბენები მუცელზე აქვს, თუმცა მძიმე არ არის.

“ნეტგაზეთი” შსს-სგან მომხდარზე კომენტარს ელის.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.