ახალი ამბები

ნაწილობრივი მობილიზაცია 2 კვირაში დასრულდება — პუტინი

14 ოქტომბერი, 2022 • 855
ნაწილობრივი მობილიზაცია 2 კვირაში დასრულდება — პუტინი

„ნაწილობრივი მობილიზაციის ყველა ღონისძიება ორ კვირაში დასრულდება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ.

პუტინის თქმით, დაგეგმილი 300 000-დან 222 000 ადამიანი უკვე გაგზავნილია ქვედანაყოფებში, ხოლო თავდაცვის სამინისტროდან არ ყოფილა მობილიზებულთა რაოდენობის გაზრდის წინადადება.

„როცა ამ სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება დაიწყო, მხოლოდ მაშინ გაირკვა, რა ხარისხის იყო. ეს საინფორმაციო ბაზა ახლა ახლდება თანამედროვე ბაზით და მაქსიმალურად სანდო იქნება. მე ვფიქრობ, რომ ხარისხიც უნდა გაუმჯობესდეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის [ნაწილობრივი მობილიზაცია] უკვე სრულდება“, — განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, ნაწილობრივი მობილიზაცია საჭირო გახდა იქიდან გამომდინარე, რომ ათას ას კილომეტრზე გადაჭიმული კონტაქტის ხაზის დაცვა მხოლოდ საკონტრაქტო ჯარისკაცების ძალებით შეუძლებელი გახდა.

კითხვაზე, ნანობს თუ არა რამეს, პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება სწორი და დროული იყო.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება — შოიგუ

მასალების გადაბეჭდვის წესი