ახალი ამბები

ვან გოგის „მზესუმზირებს“ აქტივისტებმა პომიდვრის სოუსი შეასხეს

14 ოქტომბერი, 2022 • 1014
ვან გოგის „მზესუმზირებს“ აქტივისტებმა პომიდვრის სოუსი შეასხეს

ლონდონის ეროვნულ გალერეაში გარემოს დამცველმა აქტივისტებმა ვინსენტ ვან გოგის ცნობილ ნამუშევარს, რომელსაც საზოგადოება „მზესუმზირების“ სახელით იცნობს, პომიდვრის სოუსი შეასხეს.

კადრებში ჩანს ორი პირი, რომელთაც ნავთობის მოპოვების საწინააღმდეგო კამპანიის მაისურები აცვიათ. მათ კონსერვის ქილა გახსნეს და შიგთავსი ნახატს შეასხეს, შემდეგ კი დაცვამ გააკავა.

პოლიციის თანახმად, ორივე პირი დაკავებულია.

ლონდონის ეროვნული გალერეის თანახმად, სადაც ნახატია გამოფენილი, ნამუშევრები მინის საფარითაა დაცული, შესაბამისად, ვან გოგის „მზესუმზირები“ არ დაზიანებულა.

დაკავებამდე აქტივისტები მსოფლიოში ნავთობისა და გაზის მოპოვების შეწყვეტას მოითხოვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.