მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მიკროავტობუსის შეძენისთვის მადლობა ვიდეომიმართვით გადაუხადეს.
მესხეთის თეატრის მსახიობების ვიდეოს „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს, მესხიშვილის თეატრის მსახიობების მიერ ჩაწერილი ვიდეოს ნახვა კი ამავე თეატრის Facebook-გვერდზეა შესაძლებელი.
„დიდი მადლობა ქალბატონ თეა წულუკიანს, დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, მის მზუნველობას ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ. მივესამლებით მთელი მესხეთის თეატრი, რომ ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით, ისინი კი, ჩვენ გვერდით“, – ამბობს მესხეთის თეატრის ერთ-ერთი მსახიობი მიმართვაში, სადაც ასევე ჩანს ტორტი, წარწერით „მადლობა თეა წულუკიანს“.
კულტურის სამინისტრომ 10 სახელმწიფო თეატრს მიკროავტობუსები 12 ოქტომბერს გადასცა.
თეატრები გასტროლებისას გამოიყენებენ მიკროავტობუსებს.