ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვლადიმირ მაკეის თანახმად, ქვეყანაში „ანტიტერორისტული რეჟიმი“ მას შემდეგ შემოიღეს, რაც „ცნობილი გახდა მეზობელი სახელმწიფოებისგან მომავალი პროვოკაციების“ შესახებ.
დიპლომატმა ამის შესახებ რუსულ გამოცემა Izvestia-თან ისაუბრა.
მინისტრის თანახმად, ალექსანდრე ლუკაშენკომ გამართა რამდენიმე შეხვედრა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან, რის შემდეგაც ქვეყანაში ამგვარი რეჟიმის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.
მისი განცხადებით, ბელარუსისთვის გახდა ცნობილი, რომ „მეზობელი სახელმწიფოები“ მინსკის წინააღმდეგ გეგმავდნენ ტერიტორიის ოკუპაციის მსგავსი პროვოკაციის განხორციელებას.
ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად შექმნილი სამოკავშირეო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვარზე რუსულ-ბელარუსული ჯგუფი განთავსდებოდა.
გარდა ამისა, პოლონეთმა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ დაეტოვებინათ ბელარუსის ტერიტორია.