ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი ამჟამად მართვის სუნთქვაზე იმყოფება. „ნიუ ჰოსპიტალში“ ამბობენ, რომ კვლევებით ამ ეტაპზე რაიმე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები თავის ტვინში არ აღინიშნება.
„იმყოფება მართვით სუნთქვაზე. საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე სძინავს, დინამიკაში მდგომარეობა გაუარესებული არ არის. აღენიშნება ცხელების ეპიზოდი, თუმცა ამჟამად მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია“, – ამბობს ექიმი ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, საჭიროებისა და მშობლების მოთხოვნის შემთხვევაში – „ტრანსპორტირება ამ ეტაპზე გამორიცხული არ არის“.
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში გადავარდნილი ბურთის ამოსაღებად წყალთან მისული 13 წლის გოგო დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. 2 მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გრძელდება, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვრცლად: