ახალი ამბები

მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს – აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგია

12 ოქტომბერი, 2022 • 793
მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს – აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგია

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების 2022 წლის სტრატეგია გამოაქვეყნა.

ვრცელ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები – პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საუბრობს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და მხარდაჭერაზე უკრაინის კონტექსტში.

„იმის ფონზე, რომ უკრაინას ვუჭერთ მხარს, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ, რათა გავაძლიეროთ სხვა დემოკრატიული ქვეყნების სტაბილურობა და მედეგობა. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს; მხარს დავუჭერთ მათ ვალდებულებების შესრულებაში, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რეფორმებს ეხება“, – წერია დოკუმენტში.

იქვე საუბარია სამხრეთ კავკასიასა და თურქეთზე და წერია, რომ შეერთებული შტატები „გააძლიერებს დიპლომატიურ გზებს, რათა გადაიჭრას კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში“ და გააგრძელებს „თურქეთთან ურთიერთობას, რათა გააძლიეროს მისი სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური კავშირები დასავლეთთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი