საქართველოში გადაამზადებენ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამედიცინო ჯგუფებს.
გადამზადება სასწრაფო დახმარების ექიმებს შეეხება და საერთაშორისო „პროექტ 88-ის“ ფარგლებში ტარებდა, რომელიც წელს პირველად საქართველოში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში 10 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე ტრენინგებში მონაწილეობას იღებს სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის 50 -მდე მონაწილე. ტრენინგის შემდეგ ინსტრუქტორები გადაამზადებენ სამედიცინო ჯგუფებს.
„ასევე დაგეგმილია ქბრბ ინციდენტებზე რეაგირებისთვის სამედიცინო ეკიპაჟებისთვის სპეციალური აღჭურვილობის უზრუნველყოფა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.
სასწრაფოში ნეტგაზეთს დაუზუსტეს, რომ აღჭურვილობის ღირებულება 300 ათასი ევროა.