ახალი ამბები

გელათის კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა

10 ოქტომბერი, 2022 • 661
გელათის კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა

გელათის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში, სადაც მონასტრის წინამძღვრის კელია იყო განთავსებული, ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სახელწოდებით „ევროპა ჩვენი სახლია“.

ნეტგაზეთი ცდილობს გაარკვიოს, თუ რამ გამოიწვია ხანძარი, ან დაშავდა თუ არა ვინმე მომხდარის შედეგად.

გელათი ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი განსაკუთრებული ძეგლია. ბოლო წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების გამო, ხელოვნების ისტორიკოსთა ნაწილის განცხადებით, ტაძარი ზიანდება, კონკრეტულად კი- სახურავი და მისი შიდა მხატვრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.