ახალი ამბები

შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა – ზურაბიშვილი

10 ოქტომბერი, 2022 • 1242
შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზინდეტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმებს და მათ შემზარავას უწოდებს.

ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ უკრაინელი ერის სიმტკიცე დაინახა.

„შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა ტვიტერზე.


დღეს, 10 ოქტომბერს, კიევის ცენტრში, ადგილობრივი დროით დილის 8 საათისთვის რამდენიმე აფეთქება მოხდა სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი და 24 დაშავდა.

მათივე ცნობით, აფეთქებები მოხდა უკრაინის სხვა ქალაქებში, მათ შორის ლვოლში, ხარკოვში, დნიპროსა და ზაპოროჟიაში.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, სარაკეტო თავდასხმა მოხდა შევჩენკოვეს უბანზე, კიევის ცენტრში, საცხოვრებელ სივრცეზე. ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი