ახალი ამბები

დიდ დიღომში მოკლული ქალის საქმეზე ბრალდებულს 10-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება – პროკურატურა

9 ოქტომბერი, 2022 • 523
დიდ დიღომში მოკლული ქალის საქმეზე ბრალდებულს 10-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება – პროკურატურა

თბილისში, დიდ დიღომში 6 ოქტომბერს მოკლული ქალის საქმეზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ოქტომბერს, თბილისში, მირიან მეფის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული 7 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი