ახალი ამბები

დეზინფორმაციაა, თითქოს პარტიაში დაპირისპირებისას ხელი მოვიტეხე – მელია

8 ოქტომბერი, 2022 • 653
დეზინფორმაციაა, თითქოს პარტიაში დაპირისპირებისას ხელი მოვიტეხე – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ცნობები, თითქოს ხელი მოიტეხა პარტიაში დაპირისპირებისას, დეზინფორმაციაა.

„ამჯერად ავრცელებენ ცნობას, რომ თითქოსდა პარტიაში დაპირისპირებისას ხელი მოვიტეხე. ამასთან დაკავშირებით, ქოცმედია რეკავს პარტიაში ჩვენს თანამებრძოლებთან და კომენტარს ითხოვენ. ნუ შეაწუხებთ, მე მოგახსენებთ: სპორტული აქტივობის დროს მივიღე დაზიანება, რაც მთავარია, ხელი არც იქ მომიტეხია, თითი მოვიტეხე“, – წერს იგი ფეისბუკზე.

მელიას თანახმად, ბოლო ხანებში პარტიისა და პირადად მის მიმართ „აგორებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ და დეზინფორმაციის კორიანტელმა დიდ მასშტაბს მიაღწია“, რაც, მისი თქმით, მმართველი პარტიისა და „იმ ადამიანების ინტერესშია, ვისთვისაც საკუთარი გავლენების გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „ოცნების“ დამარცხება და ქვეყნის გამარჯვება“.

დღეს „პოსტივი“ და სხვადასხვა მედიასაშუალება წერდა, რომ ენმ-ში დაპირისპირების გამო მელიას ხელი აქვს მოტეხილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი