ახალი ამბები

სუსი: საოკუპაციო ძალებმა დვანის მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს

7 ოქტომბერი, 2022 • 651
სუსი: საოკუპაციო ძალებმა დვანის მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განახორციელეს უკანონო „ბორდერიზაცია“, რომლის ფარგლებში ლითონის ბოძები და მავთულხლართები დაამონტაჟეს.

სუს-ის ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი და უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

„საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, — აცხადებს სუსი და დასძენს, რომ მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპციო ძალას ეკისრება.

გასულ კვირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. ბორდერიზაციას განაგრძობდნენ ყარაფილის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სუსი: საოკუპაციო ძალებმა ყარაფილას მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს

მასალების გადაბეჭდვის წესი