ახალი ამბები

სუსი: საოკუპაციო ძალებმა ყარაფილას მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს

1 ოქტომბერი, 2022 • 555
სუსი: საოკუპაციო ძალებმა ყარაფილას მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ ბორდერიზაცია განახორციელეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, მის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. საკითხი განხილულ იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. ასევე, უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ ინფორმაცია მანამდე “მთავარმა არხმა” გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი