ახალი ამბები

ყველაფერი თქვენს ხელშია, რომ შეასრულოთ საშინაო დავალება – ნაუსედა

6 ოქტომბერი, 2022 • 617
ყველაფერი თქვენს ხელშია, რომ შეასრულოთ საშინაო დავალება – ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას თქმით, ენთუზიაზმით ელის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ასოცირებული ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის.

ამის შესახებ ნაუსედამ ქართველ ჟურნალისტებს პრაღაში განუცხადა, სადაც ევროკავშირის მიერ ინიციირებული, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი საერთაშორისო სამიტი იმართება. სამიტში ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფო მონაწილეობს.  სამიტზე საქართველოს წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი .

გიტანას ნაუსედამ თქვა, რომ პოლიტიკური თანამეგობრობა არის როგორც გაერო ევროპაში.

„გთხოვთ, ნუ განიხილავთ ევროპულ პოლიტიკური თანამეგობრობას ევროკავშირის გაფართოების პროცესის შემცვლელად იმიტომ, რომ ევროკავშირის გაფართოება სხვა არხია,  ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნებისთვის [საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის].

თქვენ უკვე გაქვთ პოზიტიური სიახლე ევროპული საბჭოსგან. ახლა ყველაფერი თქვენს ხელშია, რომ შეასრულოთ საშინაო დავალება. ჩვენ ენთუზიაზმით ვართ განწყობილი, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ [გაწევრიანების] მოლაპარაკებები, როგორც კი ქვეყნები შეასრულებენ ევროკომისიის წარმოდგენილ რეკომენდაციებს“, — განაცხადა ნაუსედამ და იმედი გამოთქვა, რომ ეს მალე მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი