ახალი ამბები

ლიმანს გრუ-ს სპეცრაზმიც იცავდა, რუსული პროპაგანდა კი ამტკიცებდა, რომ ქალაქში მხოლოდ მოხალისეები და მობილიზებულები იბრძოდნენ – მედია

5 ოქტომბერი, 2022 • 614
ლიმანს გრუ-ს სპეცრაზმიც იცავდა, რუსული პროპაგანდა კი ამტკიცებდა, რომ ქალაქში მხოლოდ მოხალისეები და მობილიზებულები იბრძოდნენ – მედია

ლიმანის დაცვაში ელიტური რუსული დანაყოფიც მონაწილეობდა, ამ დროს კი კრემლის პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ქალაქს იცავდნენ ლუგანკსის თვითაღიარებული ე.წ. რესპუბლიკის ძალები და მოხალისეები. ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს BBC, რომელმაც დაღუპული რუსი სამხედროების სოცქსელები შეისწავლა და მათ ნათესავებსაც ესაუბრა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, გრუ-ს სპეცრაზმის მინიმუმ 9 წევრი მოკვდა ლიმანის დატოვებისას. კიდევ ერთი მებრძოლი ამავე დანაყოფიდან კი სერიოზულად დაშავდა.

სპეცრაზმელების ნათესავებმა არ იციან, კონკრეტულად რა ვითარებაში დაიღუპნენ მათი ახლობლები და როდის გადსცემენ ცხედრებს.

BBC-ს ცნობით, რუსული მედია და პროპაგანდა არასდროს საუბრობს გრუ-ს სპეცრაზმის როლზე იმ ბრძოლებში, რომელიც მოსკოვისთვის სახარბიელოდ არ მიდის. მაგალითად, ლიმანის დაცვისას რუსი სამხედრო ჟურნალისტები და ტელეგრამ არხები საუბრობდნენ, რომ ქალაქს იცავდნენ ლუგანსკიდან რუსეთის მიერ მობილიზებული ადგილობრივები, კაზაკები და მოხალისეები.

უკრაინამ ლიმანი სექტემბრის ბოლოსკენ დაიბრუნა და აგრძელებს კონტრშეტევას როგორც აღმოსავლეთში, ასევე სამხრეთში ხერსონის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი